ლევან არველაძე - ოპოზიციის წარმომადგენლების ახლანდელ საქციელში შიშს ვხედავ და ეს გარდაუვალი მარცხის შიშია

ოპოზიციის წარმომადგენლების ახლანდელ საქციელში შიშსა და პანიკას ვხედავ და ეს სიტუაცია ჩემთვის ძალიან ნაცნობია, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან არველაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს აქტიური კამპანია, რომელშიც ოპოზიციონერი კოლეგები არიან ჩართულნ, „ოპოზიციური ტელევიზიების მიერ კეთდება სიუჟეტები და უამრავი ეთერი ეძღვნება მხოლოდ ერთადერთ თემას - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას“.

„ყოველივე ამან ერთი რამე გამახსენა, 2011 წელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პირველად განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდის. მახსოვს, მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განუზომელი შიში. ახლაც სწორედ ამ შიშს ვხედავ. ეს არის მარცხის შიში და ეს მარცხი გარდაუვალია. გპირდებით, რომ ოქტომბერში ძალიან მყარად და ძალიან დიდი დამაჯერებელი უპირატესობით გავიმარჯვებთ“,- განაცხადა ლევან არველაძემ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა