სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

გვსურს, გამოვეხმაუროთ კომუნიკაციების კომისიის გამოქვეყნებულ განცხადებას ფასების კვლევის თაობაზე. კომისიის მიერ განცხადების სათაურში შერჩეული მობილური პაკეტი - 10 გბ ინტერნეტი და 1795 წთ სალაპარაკო დრო, ბაზრის შეფასებისთვის არარელევანტურია, რადგან მსგავსი პაკეტით აბონენტთა მხოლოდ 0.1% სარგებლობს. ფიქსირებული ინტერნეტის შემთხვევაში, კომისიის მიერ ასევე შერჩეულია პაკეტი, რომელიც ძვირია ევროპულ ფასებთან შედარებით, მაგრამ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ მსგავს პაკეტს აბონენტთა მხოლოდ 2% იყენებს.

კომისიის მიერ გავრცელებული არასწორი აქცენტების საპირისპიროდ, გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია კვლევის რეალური შედეგების შესახებ:

  • საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ტარიფების დიდი უმრავლესობა, ევროპულ საშუალო მაჩვენებლებზე უფრო იაფია;
  • საქართველოში ყველა მობილური ინტერნეტ პაკეტი 13%-დან 56%-მდე უფრო იაფია, ვიდრე ევროპის საშუალო მაჩვენებელი;
  • საქართველოში ფიქსირებული ოპტიკური ინტერნეტ პაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა (რომლითაც აბონენტების 98% სარგებლობს) 5%-დან 17%-მდე უფრო იაფია, ვიდრე ევროპის საშუალო მაჩვენებელი;

კომისიის მიერ დაკვეთილ კვლევაში ნათლად ჩანს, რომ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, ტარიფების უმრავლესობა, ევროპულ საშუალო მაჩვენებლებზე უფრო იაფია. ამის მიუხედავად, კომისიის მიერ საქართველოს ბაზარი წარმოდგენილ იქნა ევროპულ მაჩვენებლებზე უფრო ძვირად.

საქართველოში მოქმედი ტარიფების ნეგატიური ფორმით წარმოჩენა სავარაუდოდ ემსახურება კომისიის მხრიდან მობილური და ფიქსირებული ბაზრების წინასწარი (ex-ante) რეგულირებისთვის საფუძვლის შექმნას, რაც მომავალში აუცილებლად გამოიწვევს საინვესტიციო გარემოს გაუარესებას.

იმედს ვიტოვებთ, რომ კომისია და ოპერატორები შევძლებთ თანამშრომლობის სწორი ფორმის გამონახვას, რითაც ხელს შევუწყობთ საქართველოში ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო