კახაბერ ლაბუჩიძე - ოპოზიცია დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ყველა მშენებლობას დანაშაულად წარმოაჩენს

ოპოზიცია დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ყველა მშენებლობას დანაშაულად წარმოაჩენს, - ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ განაცხადა, რითაც დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ყველა მშენებლობას დანაშაულად წარმოაჩენს.

„გაბრიელ სალოსის გამზირზე განსახორციელებელ პროექტს ვითომ „ქალაქზე მოამაგეები“ სრულიად უარგუმენტოდ ეწინააღმდეგებიან. მინდა გავახსენო საზოგადოებას, რომ ამ ობიექტთან ძალიან ახლოს არის მათ მიერ აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თავის დროზე ისე ააშენეს 22 კორპუსი, რომ არ უზრუნიათ მაცხოვრებლებზე, არც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, არც ახალ ბაგა-ბაღზე და არც ახალ საჯარო სკოლაზე. დღეს სწორედ მათი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების გამო გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო