ჯასტინ ტრუდო - კანადისთვის ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას წარმოადგენს

კანადისთვის დონალდ ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას წარმოადგენს, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

მისი თქმით, კანადამ უკვე გაიარა გამოწვევები ტრაპის ადმინისტრაციის პირობებში, შესაბამისად, მისი მეორე ვადით არჩევა კანადისთვის „არაპროგნოზირებად“ ვითარებას წარმოადგენს.

“გამოწვევები გამოვიარეთ, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაცია ოთხი წლის განმავლობაში წარმოადგენდა, როდესაც ვამტკიცებდით, რომ კანადა და აშშ უკეთეს შედეგებს აღწევენ როდესაც ამას ერთად აკეთებენ. თვალსაჩინოა, რომ ბატონი ტრამპი გარკვეულ არაპროგნოზირებადობას წარმოადგენს”, - განაცხადა ტრუდომ.

მან აღნიშნა, რომ ოტავა ტრამპის შესაძლო მეორე ვადამდე აშშ-ში კანადის ინტერესების წინ წასაწევად ძალისხმევებს განაახლებს.

ამ მიზნით ტრუდომ “კანადის გუნდის ურთიერთქმედების სტრატეგიის” შესახებ გამოაცხადა, რომელსაც კანადის მრეწველობის მინისტრი, საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი, და აშშ-ში კანადის ელჩი უხელმძღვანელებენ.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჟოლიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კანადა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგისთვის ემზადება, იქნება ეს ჯო ბაიდენის მეორე ვადით არჩევა თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება