ერაყში, ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ დაჯგუფებებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმებს სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ორი დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, დაჯგუფება „კატაიბ ჰეზბოლას“ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია, რომ დაღუპული მათი მებრძოლი იყო.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ავიაიერიშები აშშ-ის ძალებზე თავდასხმების პასუხად განხორციელდა და მათი სამიზნე სამი ობიექტი იყო, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი კატაიბ ჰეზბოლა და თეირანში მოქმედი სხვა დაჯგუფებები იყენებდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება