კანადა უკრაინას ნავებს გადასცემს და უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე წვრთნებს შეუერთდება

კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მე-18 შეხვედრაზე კიევისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს კომპანია Zodiac Hurricane Technologies-ის 10 გასაბერ ნავს. ეს ნავები უკრაინას დაეხმარება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში, ჯარისკაცების და ტვირთების ტრანსპორტირებაში და თვალთვალისა და დაზვერვის განხორციელებაში.

თითოეული ნავი აღჭურვილი იქნება სენსორებით, სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემებით. გარდა ამისა, კანადა ამ ნავებზე უკრაინელი სამხედროების მომზადებას უზრუნველყოფს. მოსალოდნელია, რომ უკრაინა ნავებს 2024 წლის გაზაფხულის ბოლომდე მიიღებს.

ამასთან, „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის თებერვლიდან კანადა, როგორც F-16 კოალიციის ნაწილი, უკრაინელი მფრინავების მომზადების პროცესში ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 23 იანვარს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა და კიევის გრძელვადიან საჭიროებებზე იყო ორიენტირებული.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა