ნანა ტოხვაძე - სისტემამ გარიყა მცხეთის სკოლის წარმატებული დირექტორი, რადგან საარჩევნო ყულაბის შემავსებლად ვერ გამოიყენებდა

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, წარმატებული, კომპეტენტური, გამოცდილი დირექტორი გაირიყა და სისტემამ დასაჯა, რადგან ჩათვალა, რომ საარჩევნო ყულაბის შემვსებლად დოდო ჭოტორლიშვილი არ გამოადგებოდათ, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე სკოლიდან დირექტორის გაშვების ფაქტს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის ფაქტი უკვე დაადგინა, თუმცა საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მე-4 წელია გრძელდება, სკოლას კი დირექტორი ისევ არ ჰყავ.

„დღეს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართა მორიგი სხდომა. პროცესი მე-4 წელია მიმდინარეობს. სასამართლო დავა დაწყებულია სკოლის ყოფილი დირექტორის, დოდო ჭოტორლიშვილის სარჩელის საფუძველზე, რომელიც სისტემას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას ედავება.

ხაზგასასმელია, რომ მის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა სახალხო დამცველმა. რაც ყველაზე სამწუხაროა, სკოლას, რომელსაც დოდო ჭოტორლიშვილი ხელმძღვანელობდა, დღემდე არ ჰყავს დირექტორი.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, წარმატებული, კომპეტენტური, გამოცდილი დირექტორი გაირიყა და სისტემამ დასაჯა, რადგან ჩათვალა, რომ საარჩევნო ყულაბის შემვსებად ქალბატონი დოდო არ გამოადგებოდათ და აბა, ბავშვების განათლება და ბედი ვის ადარდებს?! უნდა აღინიშნოს, რომ დოდო ჭოტორლიშვილი ერთადერთი კანდიდატი გახლდათ ზაფხულში გამართულ დირექტორთა კონკურსზე, რომელიც კვლავ "დაიწუნეს", როგორც სუს-ისგან პოლიტიკურად არალოიალობით დახასიათებული დირექტორი.“ - განაცხადა ტოხვაძემ.

ნანა ტოხვაძის განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი