ჯეიმს ო'ბრაიენი - საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია - მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას

საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია, მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და მასთან ვიმუშავებთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა.

"საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას. ამ მისიასთან ვიმუშავებთ”, - განაცხადა ო'ბრაიენმა.

ო'ბრაიენის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია.

“საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთს ან რუსეთს არ ეხება. მათ ბევრი ინფრასტრუქტურა ააშენეს, რომლებიც რუსეთის გავლით გადის, ახლა კი სხვა ინფრასტრუქტურის აშენება სურთ. ეს ნიშნავს, რომ ის [შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი] გადის კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში, შემდეგ საქართველოში, იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გვექნება სომხეთთან და თურქეთთან", - დასძინა მან.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი