ჯეიმს ო'ბრაიენი - სადამკვირვებლო მისიასთან და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის

სადამკვირვებლო მისიასთან და საქართველოს სამოქალაქო სექტორთან ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში არჩევნები კარგად ჩაივლის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა.

“ჩვენ [საქართველოს საპარლამენტო არჩევნების] სადამკვირვებლო მისიასთან და საქართველოს ძალიან ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასთან ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის" , -აღნიშნა მან.

ო'ბრაიენმა ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ რეფორმების განხორციელების კუთხით ძალისხმევა ჩადო.

"ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების 85%-ზე მეტი განუწყვეტლივ ამბობს, რომ მათ ევროკავშირში შესვლა სურთ, ეს არის ის, რისი ერთგულიც უნდა ვიყოთ. საქართველოს მთავრობამ რეალურად ძალისხმევა ჩადო რეფორმების ზომებში, განსაკუთრებით ბოლო თვის განმავლობაში. ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს, რათა სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდეს. ვფიქრობ, დიდი სივრცეა ოპტიმიზმისთვის, რომ საქართველო ამ გარემოში საკვანძო კონტრიბუტორი იქნება”, - განაცხადა ო'ბაიენმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს