მიხეილ დაუშვილი - ყველა რესურს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ „ოცნებას“ ვაიძულოთ, ევროკავშირისაკენ ნაბიჯები გადადგას - ვნახოთ, რას იტყვიან, რას შემოგვთავაზებენ

ჩვენ ყველა რესურს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ „ოცნებას“ ვაიძულოთ, ევროკავშირისაკენ ნაბიჯები გადადგას - ვნახოთ, რას იტყვიან, რას შემოგვთავაზებენ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დაუშვილის თქმით, მისი პარტია 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით დაანონსებულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. როგორც ის აღნიშნავს, მოწვევა უკვე მიიღო.

„ჩვენ აბსოლუტურად ყველა ფორმატში ვმონაწილეობდით ყოველთვის და ყველა რესურსს ვიყენებდით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელი შეგვეწყო. ახლა იგივეს ვაპირებთ იმისათვის, რომ ჩვენ გადავიდეთ მოლაპარაკებების ეტაპზე. ამიტომ ყველა რესურს გამოვიყენებთ ჩვენ, ამიტომ აქაც მოვიღებთ მონაწილეობას. ვნახოთ რას იტყვიან, ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ, იქნება თუ არა რაიმე საქმიანი და რეალური. თუმცა ჩვენ ყველა რესურს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ „ოცნებას“ ვაიძულოთ გადადგას ნაბიჯები ევროკავშირისაკენ“, - აღნიშნა დაუშვილმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში