ლიბერთიმ, ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა კონკურსის - „ფინანსური განათლება სკოლაში“ გამარჯვებული დააჯილდოვა

ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს (www.finedu.gov.ge), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მასწავლებლებისათვის ორგანიზებული კონკურსის "ფინანსური განათლება სკოლაში" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები დაჯილდოვდნენ. ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საფინანსო და სადაზღვევო სექტორებთან.

მასწავლებელთა კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა. კონკურსის პირობების თანახმად, დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად საინტერესო სასწავლო აქტივობები უნდა შეექმნათ.

კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების გაზრდას, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ფინანსური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალების შექმნასა და საბოლოოდ მოსწავლეებში ამ საკითხების ეფექტურად სწავლების ხელშეწყობას. კონკურსში კერძო და საჯარო სკოლების მასწავლებლები მონაწილეობდენ და 65 სკოლიდან ფინალურ ეტაპზე 20 მასწავლებელი გადავიდა. საბოლოოდ, ჟიურიმ, რომელიც კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგებოდა, 5 სპეციალური პრიზის, ორი II ადგილისა და სამი I ადგილის მფლობელი გამოავლინა. კონკურსის მხარდამჭერი და სპონსორი ორგანიზაციები იყვნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, სს "საქართველოს ბანკი", სს "თიბისი ბანკი", სს "ბაზისბანკი", სს "ლიბერთი ბანკი", სს "კრედო ბანკი", სს "პსპ დაზღვევა" და სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი".

ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ბექა გოგიჩაიშვილმა ბანკის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო, მეორე ადგილის მფლობელს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის მასწავლებელმიმოზა ღოლიჯაშვილს გადასცა.

(R)

გიორგი კაჭარავა - უკრაინაში ომის მეორე წლისთავზე საქართველოსთვის ცხადად ჩანს, რომ ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა უალტერნატივოა ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ