საპატრიარქო - იმედია, მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან

საქართველოს საპატრიარქო კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლების ფაქტს ეხმიანება.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უნდა მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მოქალაქეებს საცხოვრებლიდან გამოსახლებისგან დაიცავს.

„გულისტკივილით ვადევნებდით თვალს კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს.

აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს.

იმედია, მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, კეკელიძის N1-ში, აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, რასაც სამართალდამცავებსა და ოჯახის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს