ანალენა ბერბოკი - ისრაელმა უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, „ჰამასმა“ დარჩენილი მძევლები უნდა გაათავისუფლოს

ისრაელმა უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, „ჰამასმა“ დარჩენილი მძევლები უნდა გაათავისუფლოს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

„მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მთავარ საკითხზე არ მიუღია გადაწყვეტილება, არამედ დროებითი სამართლებრივი დაცვის პროცესში დროებითი ზომები მიიღო.

ამავდროულად, სასამართლომ ნათელი გახადა, რომ ღაზაში ისრაელის ქმედებები 7 ოქტომბრის ბარბაროსულ თავდასხმას მოყვა, და შეგვახსენა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი „ჰამასზეც“ ვრცელდება და მან საბოლოოდ ყველა მძევალი უნდა გაათავისუფლოს. ამას მთელი ჩვენი ძალით დავუჭერთ მხარს, ისევე როგორც ისრაელის მიმართ ზომას, რომ სასწრაფოდ დაუშვას ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარება”, - განაცხადა ბერბოკმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში