უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში შეხვედრისას დრონების ერთობლივად წარმოების საკითხი განიხილეს

უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში შეხვედრისას დრონების ერთობლივად წარმოების საკითხი განიხილეს.

„ჩვენი საუბრის უმეტესი ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებიდან გამომდინარე დრონების წარმოების გაზრდას მივუძღვენით“, - განაცხადა დმიტრო კულებამ ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ლიეტუველ კოლეგასთან უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განიხილა.

„ლიეტუვას ტექნოლოგიები აქვს, ჩვენ წარმოების გაფართოების უნარი გვაქვს და სწორედ ეს იყო საუბრის მთავარი თემა. არსებობს მკაფიო გაგება, თუ რა, როგორ და როდის უნდა გავაკეთოთ, რომ დრონების წარმოებაში უკრაინულ-ლიეტუვურმა თანამშრომლობამ უმოკლეს დროში მაქსიმალური შედეგი გამოიღოს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს