დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის საკუთრებისკენ მიმართული ცალმხრივი იძულებითი ზომები უკანონოა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია დასავლეთის ქვეყნების მიერ საზღვარგარეთ რუსეთის საკუთრებისკენ მიმართული ცალმხრივი იძულებითი ზომების უკანონობაზე. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რუსეთის ფედერაციის ქონების ჩამორთმევა უკანონოა და არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, - აცხადებენ უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მოსკოვი ადეკვატურად და ეფექტურად უპასუხებს დასავლეთის ქვეყნების ნებისმიერ მცდელობას, განახორციელონ რუსეთის კუთვნილი უძრავი ქონებისა და აქტივების კონფისკაცია.
„კოლექტიური დასავლეთის“ ქვეყნებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსეთის უძრავი ქონების, ისევე როგორც სხვა აქტივების ჩამორთმევის ნებისმიერი მცდელობა აუცილებლად გამოიწვევს ადეკვატურ და ეფექტურ პასუხს“, - აცხადებენ უწყებაში.