ეკა სეფაშვილი - არ ვიცი, რატომ გახდა საჭირო ცვლილებები, მაგრამ საქმისთვის მხოლოდ უკეთესი იქნება

არ ვიცი, რატომ გახდა საჭირო ცვლილებები, მაგრამ საქმისთვის მხოლოდ უკეთესი იქნება, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს, ამ პოსტს კი კობახიძის ნაცვლად, ღარიბაშვილი დაიკავებს.

სეფაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებებში ცუდი არაფერია.

„მიზეზების შესახებ ვერ გეტყვით, ვერ გესაუბრებით, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი საკადრო გადაადგილებები საქმისთვის იქნება უკეთესი“, - განაცხადა სეფაშვილმა.

„იმედის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში