თეონა აქუბარდია - მთავრობაში ცვლილებები არ იყო მოულოდნელი იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მესამედ მოსვლისას, კორუფციის რისკებზე ილაპარაკა

გარკვეული დაპირისპირება ორ ირაკლის შორის არსებობდა. როგორც ჩანს, ამ მოცემულობაში, ირაკლი კობახიძემოიგო, თუმცა გრძელვადიანად, მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი იგებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი.

მისივე განცხადებით, „ეს არ იყო მოულოდნელი იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მესამედ მოსვლისას, კორუფციის რისკებზე ილაპარაკა“.

„ეს იქნებოდა ჩვეულებრივი როტაცია, თანამდებობების გაცვლა, რომ არა ის, რომ მისი გუნდის წევრები მთავრობიდან ტოვებენ მინისტრების პოზიციას. შესაბამისად, ეს არ იყო მოულოდნელი იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მესამედ მოსვლისას კორუფციის რისკებზე ილაპარაკა. ღარიბაშვილი კორუფციის გამო ერთხელ უკვე გაუშვეს პრემიერობიდან, ეს მეორედ ხდება. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, იცით, რომ გარკვეული დაპირისპირება ორ ირაკლის შორის არსებობდა. როგორც ჩანს, ამ მოცემულობაში, ირაკლი კობახიძემ მოიგო, თუმცა გრძელვადიანად, მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი იგებს. იმიტომ, რომ საჭადრაკო დაფაზე ისინი მხოლოდ ფიგურები არიან, რომლებიც კონკრეტულ როლს და ფუნქციას ასრულებენ ივანიშვილის თამაშში“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა