საქართველო გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 სტუმრის სტატუსით მონაწილეობს

29-31 იანვარს, ესპანეთში, მადრიდში, საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესზეა Madrid Fusión 2024 წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებულია ე.წ. Show Kitchen.

„Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი და მადრიდში მდებარე რესტორანი ნუნუკა წარადგენენ. გასტრო კონგრესის მონაწილეებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი ქართული ღვინის მრავალ საუკუნოვან ისტორიას აცნობს.

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები ეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია ტარდება.

3 დღის განმავლობაში ქართული სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში იქნება. Madrid Fusión 2024-ზე მონაწილეობით საქართველოს გასტრონომიულ მიმართულებას მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან.

საერთაშორისო გასტრო კონგრესზე Madrid Fusión 2024 ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, აშშ, არგენტინა, კოლუმბია, კორეა, ფილიპინები, ჩილე და სხვა ქვეყნები არიან წარდგენილები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში