მამუკა მდინარაძე - პრემიერობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი გუნდი - ჩვენ ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და ჯანდაცვის მინისტრები თანამდებობის დატოვებას აპირებენ.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს ასე არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, რომ ეს მინისტრები, რომლებიც ჩამოთვალეთ, პოსტიდან წასვლას აპირებენ. მეორე, გითხარით, რომ განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა, წინმსწრებით ამაზე საუბარი, შესაძლოა უპასუხისმგებლო იყოს, იმიტომ, რომ, სანამ მას ოფიციალურად, ყველა ფორმალური და რეალური პროცედურის დაცვით არ დაერქმევა კანდიდატი, ამის შესახებ არ ვსაუბრობთ.

გიდასტურებთ, რომ კანდიდატურა განიხილება, ამას სჭირდება ბევრი ფორმალური საკითხის და პროცედურის დაცვა. კიდევ დღეებია დარჩენილი ყრილობამდე და პოლიტსაბჭოს სხდომამდე, როდესაც საპატიო თავმჯდომარემ წესდების მიხედვით კონკრეტული კანდიდატურა უნდა წარუდგინოს პოლიტსაბჭოს.

ამის შემდეგ, როდესაც სამთავრობო პოლიტიკით წარდგება პარლამენტის წინაშე პრემიერობის კანდიდატი, მან უნდა წარმოადგინოს საკუთარი გუნდი. დღეიდან ყველა მინისტრი მოვალეობას ასრულებს. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე, ეს არის იმ ადამიანის გადასაწყვეტი, რომელიც პარლამენტს წარედგინება, როგორც პრემიერობის კანდიდატი“,-აღნიშნა მდინარაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში