უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ, ჩვენ სამეზობლოში მშვიდობა გვსურს

ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ომი თითქმის ორი წელია გრძელდება. ჩვენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ. ჩვენს სამეზობლოში მშვიდობა გვსურს“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფა კიევსა და ბუდაპეშტს შორის ორმხრივ საკითხს არ წარმოადგენს და მისი განხილვა ბრიუსელში მოხდება.

„ბრიუსელში ბევრი დისკუსია გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში ევროკავშირი. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამ დებატებს, რათა საფუძვლიანი გადაწყვეტილება მივიღოთ“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებასა და ერმაკს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ