მამუკა ხაზარაძე - ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერად,  “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს

ბიძინამ [ივანიშვილმა] ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს, - ამის შესახებ “ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმურება მმართველ გუნდში მიმდინარე ცვლილებებს.

ხაზარაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ „მისი დღეები დათვლილია“.

„ღარიბაშვილი კორუფციული გარიგებების გამო, ბრალდებულის სკამზე უნდა იჯდეს და არა პარტიის თავმჯდომარის.

ბიძინამ დაადასტურა, რომ კორუფციის, ნეპოტიზმის და წარუმატებელი მართვის მთავარი ფიგურაა. აქამდეც და ახლაც ის იღებდა ყველა გადაწყვეტილებას.

"ოცნებამ" იცის, რომ მისი დღეები დათვლილია. საზოგადოებას რეალური ცვლილებები სურს. რუსული ინტერესების მსახურებაში მყოფ ხელისუფლებას მალე გაუშვებს ქართველი ხალხი.

"ლელო" ემსახურება საქართველოს. გამარჯვებამდე დარჩა 39 კვირა!“, - წერს ხაზარაძე.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში