რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ყირიმსა და რუსეთის 4 ოლქში 21 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კალუგისა და ტულას ოლქების ტერიტორიებზე 21 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“, - აცხადებენ უწყებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 დრონი ყირიმის თავზე ჩამოაგდეს, 5 - ბელგოროდში, 3 - ბრიანსკში და თითო-თითო კალუგასა და ტულას ოლქებში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს