ჯეტურ საქართველო - ახალი ბრენდი ქართულ საავტომობილო ბაზარზე

ქართულ საავტომობილო ბაზარს ჯეტურ საქართველო ოფიციალურად შემოუერთდა. Jetour-ი ჩინური ავტოგიგანტის Chery-ს ქვებრენდია და 5-7 ადგილიანი SUV და ქროსოვერის ტიპის ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზდება.

Jetour-ის ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში E-Motors Georgia წარმოადგენს. კომპანიის შოურუმი კი, ბელიაშვილის 49-ში მდებარეობს. ამ ეტაპზე მომხმარებელს Jetour X70-ს, Jetour X70 Plus-ის, Jetour X90 Plus-ისა და ბრენდის ყველაზე პოპულარული მოდელის - Jetour Dashing-ის შეძენა შეუძლია.

E-Motors Georgia Jetour-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ჯეტურ საქართველოს შოურუმში შეძენილ ავტომობილს, 5-წლიანი ქარხნული გარანტია ახლავს და რაც მთავარია, ბრენდთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, E-Motors Georgia მომხმარებელს ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობს.

უახლოეს მომავალში ბრენდის ავტორიზებული სერვისცენტრი გაიხსნება. თანამშრომლები ჩინეთში, უშუალოდ Jetour-ის სასწავლო ცენტრებში საგანგებოდ გადამზადდნენ. E-Motors Georgia-ში აცხადებენ, რომ წლის ბოლონდე Jetour-ის დამოუკიდებელი შოურუმიც გაიხსნება და მომხმარებელს ბრენდის სრული ასორტიმენტის ნახვა და გამოცდა შეეძლება.

(R)

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს