მედია - პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს.

AFP-ის ცნობით, იმრან ხანთან ერთად 10 წლიანი პატიმრობა, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, შაჰ მაჰმუდ ქურეშსაც მიესაჯა.

აშშ-ში პაკისტანის ელჩის მიერ ისლამაბადის მთავრობისთვის გაგზავნილი ინფორმაციის გამჟღავნებისთვის იმრან ხანსა და შაჰ მაჰმუდ ქურეშს ბრალი გასული წლის ოქტომბერში წაუყენეს.

ცნობისთვის, ხანი, რომელსაც პაკისტანის პარლამენტმა 2022 წლის აპრილში უნდობლობა გამოუცხადა, 2023 წლის აგვისტოში კორუფციის ბრალდებით დააკავეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა