გიორგი ვაშაძე - როცა საქართველოს მოქალაქე არჩევნებზე მივა, მან საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას: ვის აძლევს ხმას? ვისაც შეუძლია სამუშაო ადგილების შექმნა, თუ ვისაც არ შეუქმნია და არაფერი გაუკეთებია

მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ - ივანიშვილი, თავისი გუნდით, შექმნის სამუშაო ადგილებს თუ ვერა? როცა საქართველოს მოქალაქე არჩევნებზე მივა, მან საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას: ვის აძლევს ხმას? ვისაც შეუძლია სამუშაო ადგილების შექმნა, თუ ვისაც არ შეუქმნია და არაფერი გაუკეთებია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვაშაძის განცხადებით, მოქალაქემ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს მისცემს თუ არა ხმას ძალას, „ვინც მტრობაშია ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებთან“.

„მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ - ივანიშვილი, თავისი გუნდით, შექმნის სამუშაო ადგილებს თუ ვერა? როცა საქართველოს მოქალაქე არჩევნებზე მივა, მან საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას: ვის აძლევს ხმას? ვისაც შეუძლია სამუშაო ადგილების შექმნა, თუ ვისაც არ შეუქმნია და არაფერი გაუკეთებია. ვის აძლევს ხმას, ვინც მტრობაში არის ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებთან და უნდა, რომ ქვეყნიდან გააქციოს, თუ იმ ადამიანებს მისცემს ხმას, ვისაც ფართო კონტაქტები აქვს.

საოცარი კონტაქტები გვაქვს და მინდა, რომ ჩემს გუნდთან ერთად ჩვენი ქვეყნისთვის დავიხარჯო. ჩვენ რეგიონშიც ძალიან კარგი მდებარეობა გვაქვს, თუ ხელი არ გავანძრიეთ, ვერ განვითარდებით“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი