ანა ნაცვლიშვილი სამთავრობო ცვლილებებზე - ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის და რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს, მიმართულება უცვლელი რჩება

ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის და რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს, მიმართულება უცვლელი რჩება, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა მმართველ გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები არაფერს ცვლის, თუმცა, მიუთითებს, რომ „ოცნება“ პანიკაშია.

„ოცნებამ“ იცის, რომ საზოგადოებას სურს ცვლილებები და ცდილობს შესაკრებთა გადაადგილებით შექმნას ამ ცვლილების იმიტაცია, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, ჯამი არ იცვლება. ეს იგივე ოლიგარქის პარტიაა, იგივე რუსი ოლიგარქია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და თუ ოლიგარქი არ შეიცვლება, საჭადრაკო დაფაზე პაიკების გადაადგილება მოქალაქისთვის არაფერს ცვლის. ეს მხოლოდ მიუთითებს, რომ „ოცნება“ პანიკაშია. რამდენი პანიკური ნაბიჯიც არ უნდა გადადგან და ბუტაფორიული ცვლილებები განახორციელონ, ეს მათ ჩაძირულ გემს ვერ გამოასწორებს. რაც შეეხება - რატომ კობახიძე? კობახიძის დანიშვნა ამ პოზიციაზე კიდევ ერთი და საბოლოო გზავნილია, რომ არანაირი რეფორმები არ იქნება. ეს ის კობახიძეა, რომლის სიმხდალის და უპასუხისმგებლობის გამოც მოხდა „გავრილოვის ღამე“, რომელმაც დაუშვა პარლამენტის სპიკერის სავარძელში, ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში ჩამჯდარიყო რუსი გავრილოვი. ეს ის კობახიძეა, რომელმაც წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა გადარჩენილ ადამიანებს შოვის ტრაგედიის შემდეგ. ის კობახიძეა, რომელიც პირველი სპიკერი იყო ანტიევროპული განცხადებებისა და ის კობახიძეა, რომელმაც ხმა მისცა რუსულ კანონს. ასე რომ, ეს გზავნილია ძალიან მკაფიო, რომ ეს გემი რუსული მიმართულებით მიდის და რამდენი მესაჭეც არ უნდა გამოიცვალოს, მიმართულება რუსეთისკენ რჩება უცვლელი და კიდევ უფრო მკაფიო და საჯარო ხდება ეს ამბავი”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა