მაკა ბოჭორიშვილმა შვედეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა ლიბერგთან, შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

„შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებზე და რეკომენდაციების შესრულების პროცესზე.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს რეფორმების გზას, რათა ქვეყანა მზად იყოს ევროკავშირის წევრობისთვის. მან ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტს, ხალხთა შორის და ბიზნეს კავშირების ხელშეწყობას და ამ პროცესში, ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შვედეთის ელჩმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა. მან აღნიშნა, რომ შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მზად არის, დახმარება გაუწიოს ქვეყანას ყველა საჭირო მიმართულებით.

შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების კუთხით თანამშრომლობაზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება