ვოლოდიმირ ზელენსკი - როგორც ნატოს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი

როგორც ნატოს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“როგორც ნატოს წევრს, უკრაინას შესაძლებლობა ექნება მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი. ჩვენს არმიას რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაცვის ფასდაუდებელი გამოცდილება აქვს.

დღეს ანდრეს ფოგ რასმუსენს შევხვდი, Rasmussen Global-ის თავმჯდომარესა და ნატო-ს გენერალურ მდივანს 2009-დან 2014 წლამდე.

მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის “კიევის უსაფრთხოების პაკეტის” შედგენაში, რომელიც “დიდი შვიდეულის” ვილნიუსის დეკლარაციის საფუძველი გახდა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან ვალდებულებებს ითვალისწინებდა. ამ გზაზე პირველ შედეგებს უკვე მივაღწიეთ”, - წერს ზელენსკი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში