შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელ ადრიენ კირალის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ადრიენ კირალის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

„ადრიენ კირალიმ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და დაინტერესდა 9 ნაბიჯის შესრულების პროგრესით.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროკომისიასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების გზაზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში. მან ადრიენ კირალის დეტალურად ესაუბრა 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით საქართველოს პარლამენტის მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.

ადრიენ კირალიმ გამოხატა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის მზაობა, მათ შორის, ევროკავშირთან სექტორული დაახლოების კუთხით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ