პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მის მეუღლეს ქრთამის აღებისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და მის მეუღლეს ქრთამის აღებისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას საჩუქრების მიღების გამო სასჯელი ოფიციალურად შეუფარდეს. იმრან ხანთან ერთად პაკისტანის სასამართლომ დამნაშავედ მისი მეუღლე, ბუშრა ბიბიც ცნო.

გუშინ, პაკისტანის სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცნობისთვის, იმრან ხანს, პაკისტანის პარლამენტმა 2022 წლის აპრილში უნდობლობა გამოუცხადა, ხოლო 2023 წლის აგვისტოში კორუფციის ბრალდებით დააკავეს და მას შემდეგ სასჯელს იხდის.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა