კახა კალაძე - დღეიდან, #302 მარშრუტზე 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა

საზოგადოებრივი ტრანსპორტით დედაქალაქში გადაადგილება უნდა იყოს ყველაზე სწრაფი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და ამ მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებთ - დღეიდან, #302 მარშრუტზე 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა

მისივე თქმით, დღეიდან აღნიშნული ავტობუსები, დიდი დიღმის დასახლებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებს და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებს.

როგორც კალაძე აღნიშნავს, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში კიდევ 40 ავტობუსის ყიდვა იგეგმება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე კომფორტული, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დედაქალაქში გადადგილება უნდა იყოს ყველაზე სწრაფი ყველასთვის ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, რომ არ ყოფილიყო ეს გამოწვევები და პრობლემები ამხელა რეფორმის განხორციელებას არ დავიწყებდით, ხომ?! გვინდა, უკეთესი გავხადოთ ჩვენი ქალაქი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ერთ-ერთი საუკეთესო. ამისკენ მივისწრაფვით.

დღეს დილიდან, #302 მარშრუტზე 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა. საზოგადოებამ იცის, რომ არასოდეს ამირიდებია თვალი ქალაქში არსებული პრობლემებისთვის. კარგად ვიცით, რომელ უბანს რა პრობლემები აქვს და შემთხვევით არ არის ის, რომ ეს კონკრეტული ავტობუსები დიდი დიღმის მარშრუტზე შევიყვანეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეიდან აღნიშნული ავტობუსები, დიდი დიღმის დასახლებიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებს და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებს“, - განაცხადა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას