კახა კალაძე - ახალ საპილოტე პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დაყენებას ითვალისწინებს

ახალ საპილოტე პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დაყენებას ითვალისწინებს - სადაც დეტექტორები განთავსდება, ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალების დადგენა მოხდება და დაჯარიმება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქალაქში ბოლო პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მხრიდან გახშირდა ხმაურისთვის დაწესებული ნორმების დარღვევა.

„განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა არის ღამის საათებში, რითაც მოსახლეობა წუხდება. ცხადია, რომ საღამოს ადამიანი ისვენებს და ეს ხმაურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ადამიანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დაიწყო ახალ საპილოტე პროექტზე მუშაობა, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დამდგენი დეტექტორების დაყენებას. ჩვენ, აქტიურად ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ერთად განისაზღვრება ადგილები, სადაც აღნიშნული დეტექტორები განთავსდება, ნორმის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალების დადგენა მოხდება და შესაბამისად დაჯარიმება.

ხმაურის დეტექტორები დამზადებულია ჰოლანდიური კომპანიის მიერ და განთავსებულია რამდენიმე ევროპულ ქალაქში, საპილოტე პროექტის ფარგლებში ვაპირებთ დედაქალაქშიც განხორციელდეს, დავაკვირდებით, ანალიზის შედეგად შესაძლებელი იქნება აღნიშნული დეტექტორების სხვადასხვა ქუჩასა თუ გამზირზე დამონტაჟება“,- აღნიშნა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას