„ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერი - ამერიკულ და ბრიტანულ ხომალდებზე თავდაცვის მიზნით თავდასხმებს გავაგრძელებთ

„ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერი - ამერიკულ და ბრიტანულ ხომალდებზე თავდაცვის მიზნით თავდასხმებს გავაგრძელებთ

ამერიკულ და ბრიტანულ ხომალდებზე თავდაცვის მიზნით თავდასხმებს გავაგრძელებთ, - ამის შესახებ განცხადებას „ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერი ავრცელებს.

„იემენის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა, წითელ ზღვაში, ამერიკულ გამანადგურებელ USS Gravely-ის რამდენიმე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა ესროლა“, - ნათქვამია „ჰუსიტების“ განცხადებაში.

დღეს, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან წითელი ზღვის მიმართულებით გაშვებული რაკეტა ჩამოაგდეს.