ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოს ლიდერი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ითხოვს

ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოს ლიდერი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ითხოვს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და დანიის, ჩეხეთის, ესტონეთისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებმა, მეტე ფრედერიკსენმა, პეტრ ფიალამ, კაია კალასმა და მარკ რუტემ ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე, Financial Times-ში ერთობლივი წერილი გამოაქვეყნეს, რომელშიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინის შეიარაღებისთვის კოლექტიური ძალისხმევის გაზრდისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ უკრაინის მეგობრებსა და პარტნიორებს მოვუწოდებთ, რომ უკრაინის მდგრადი გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის მიმართ თავიანთი ვალდებულება, როგორც საერთო ევროპული პასუხისმგებლობა, დაადასტურონ. ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ყველა სახელმწიფომ უნდა მიიღოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს უკრაინა რუსული აგრესიისგან თავის დაცვისას წარმატების მიღწევას.

„გასული წლის დასაწყისში, ევროკავშირმა ამბიციური მიზნის მიღწევის ვალდებულება აიღო. 2024 წლის მარტის ბოლომდე უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვი უნდა მიგვეწოდებინა. მკაცრი სიმართლე: ჩვენ ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ“, - აცხადებენ ევროკავშირის ლიდერები.

მათივე თქმით, უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერა და გაძლიერება, როგორც ევროპის, ისე უკრაინის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წარმოადგენს.

„თუ უკრაინა დამარცხდება, გრძელვადიანი შედეგები და ხარჯები ყველა ჩვენგანისთვის გაცილებით მაღალი იქნება. ჩვენ ევროპელებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ევროპის მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული", - აღნიშნულია წერილში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა