გურამ მაჭარაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის მოსმენაზე - მე პირადად სიტყვით გამოსვლის არანაირი სურვილი არ მაქვს, ზუსტად ვიცი, რა სისულელეებს „დააფერთხებს“

სალომე ზურაბიშვილმა თავისი თავი ჩაიწერა იმ ძალებში, რომლებიც სამწუხაროდ, საქართველოს ებრძვიან - მე პირადად [სიტყვით] გამოსვლის არანაირი სურვილი არ მაქვს, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რა სისულელეებს „დააფერთხებს“, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტის 6 თებერვალს პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა.

მისი თქმით, „სამწუხარო რეალობაა, რომ ფორმალურად დარჩენილი ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ ეტაპამდე ყოველ შემთხვევაში, თავის უცნაურ პოზიციას არ ცვლის“.

„რას იტყვის სიმართლე გითხრათ, მე დიდს არაფერს არ მოველი. რაც აქამდე უთქვამს დაახლოებით იგივე იქნება შინაარსი, მე ასეთი მოლოდინი მაქვს. არაფერი არც განსაკუთრებული, არც საინტერესო," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს