ირაკლი ზარქუა „ლელოზე“-  ყოჩაღ შალვას, ზუსტად მიაგნო! - ძაღლის ჯიშებში ვერ ვერკვევი, მაგრამ რომ ვნახე, ზუსტად ეგ არის, განსაკუთრებით არითმეტიკაში რომ არის „ბეჯითი“, გეგელია

ყოჩაღ შალვას, ზუსტად მიაგნო - ძაღლის ჯიშებში ვერ ვერკვევი, მაგრამ რომ ვნახე, ზუსტად ეგ არის, განსაკუთრებით გეგელია - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ პარტია „ლელო" „ჩიხუახუას სინდრომით“ არის წარმოდგენილი".

ზარქუას თქმით, ახლა ოპოზიციის ლუსტრირების პროცესი მიმდინარეობს და მიმდინარე საარჩევნო პროცესში "ბევრს ნიღაბი ჩამოეხსნება, დემოკრატიის მანტიას და ნიღაბს რომ არიან ამოფარებული".

"სიმართლე გითხრათ, ძაღლის ჯიშებში ვერ ვერკვევი, ეს რომ ახსენა, შევედი, ვნახე და ეგ არის, სულ რომ აგრესიულია, პატარაა, არ აქვს ძალა, შესაძლებლობა, მაგრამ მაინც რომ იწევს. აი, ასეთია და ყოჩაღ, ბატონ შალვას, სწორად მიაგნო, განსაკუთრებით ის, არითმეტიკაში რომ არის „ბეჯითი“, გეგელია. იციან, რომ ამ ქვეყანაზე მევახშეს, თაღლითებს, პოლიტიკური მომავალი არ აქვთ და დაადგნენ რადიკალების, რადიკალიზაციის გზას. ევროინტეგრაცია გვინდაო, ამბობენ და პირველი, რასაც გვეუბნებიან ევროპელი მეგობრები არის ის, რომ პოლარიზაცია შევამციროთ. სამუშაო ჯგუფების შექმნას რომ ითხოვდნენ, აგერ იყო, ჩაინიშნა შეხვედრა შალვას ინიციატივით, არ შემოვიდნენ, არც დაინტერესდნენ. ძალიან კარგია და ლუსტრაცია ხდება. მიმდინარე საარჩევნო პროცესში ბევრს ნიღაბი ჩამოეხსნება, დემოკრატიის მანტიას და ნიღაბს რომ არიან ამოფარებული. კარგი პროცესი მიდის, თავის სახე ანახეს აქეთ გვარამიებმა და საზოგადოებას უნდათ შეასაღონ რომ ახალი სახეები არიან - ვინ?! გვარამია, მელია და ჩახდილი, გიჟი ჯაფარა? ესენი არიან ახალი სახეები და გეუბნებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აგვცდება!“ - განაცხადა ზარქუამ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა