სასამართლოში მსახიობ კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს“ საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ქალის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის ბრალდებული მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს“ საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

პროცესს ესწრება ბრალდებული მსახიობიც, თუმცა, მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.

კახა აბუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს