ჯოზეფ ბორელი - საჰელის რეგიონში რუსეთის გავლენა დილემას იწვევს

საჰელის რეგიონში რუსეთის გავლენა დილემას იწვევს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ხუნტას მიერ მართული მალის, ბურკინა-ფასოსა და ნიგერის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინათ დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა, რეგიონში ევროკავშირის ყოფნა კიდევ უფრო გაართულა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა სამმა სახელმწიფომ, ყველა მათგანმა სამხედრო დიქტატურით, რეგიონული ორგანოს დატოვება გადაწყვიტა. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ რუსეთის გავლენის ზრდას. ეს ამ ტერიტორიის ახალ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციას ქმნის“, - განაცხადა ბორელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ მალიში რუსეთის გავლენა ძლიერია და შეიძლება ნიგერსა და ბურკინა-ფასოშიც გაიზარდოს.

„ჩვენ მალიში ჯერ კიდევ გვყავს რამდენიმე მისია, რომლებიც არ გამოგვიყვანია, მაგრამ ჩვენ რუსეთის „აფრიკის კორპუსთან“ თანამშრომლობა არ გვსურს“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მალიში მისი მისიის დარჩენის შესახებ გადაწყვეტილება 24 მაისამდე უნდა მიიღოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ