კახა კალაძე პრემიერ-მინისტრობის საკუთარ კანდიდატურაზე - დედაქალაქის არჩეული მერი ვარ და დღეს რომ გადავდგე, არჩევნები უნდა ჩატარდეს - 2025 წლამდე მაქვს უფლებამოსილება, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა

დედაქალაქის არჩეული მერი ვარ და დღეს რომ გადავდგე, არჩევნები უნდა ჩატარდეს - 2025 წლამდე მაქვს უფლებამოსილება,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იგეგმება, რომ ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდეს.

ამასთან, კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ დედაქალაქის მერი მესამე ვადით გახდეს, კალაძე ამბობს, რომ „გამორიცხული არაფერია და ყველაფერი წინაა“.

„2025 წლამდე მაქვს ჩემი უფლებამოსილება. უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ამ ქალაქს ვემსახურო, ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, ბევრი რეფორმა გვაქვს განსახორციელებელი და სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები და პროექტები გვაქვს, რომელიც დედაქალაქს უკავშირდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში