ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში, „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, საუბარი მათ შორის შეეხებოდა თავისუფალ, სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარებას.

„არჩევნების ჩატარების საკითხი პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ კორუფციასა და მართლმსაჯულების ნაწილთან, ცხადია, ამ სამ საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება, საიდანაც ხელისუფლების წარმომადგენელმა ორს არ უპასუხა - სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხსა და ანტიკორუფციული მიმართულების საკითხს. ასევე, მმართველმა გუნდმა მოინდომა ვენეციის კომისიის დისკრედიტაცია, რაზეც მაშინვე მიიღეს მკაცრი პასუხი“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა „ფორმულასთან“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა