„ქართული ოცნება“ დღეს ყრილობას გამართავს

დღეს, 1-ელ თებერვალს “ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება. "ქართული ოცნების" VIII ყრილობა 14:00 საათზე, სასტუმროში "პარაგრაფ თბილისში” ჩატარდება.

მოსალოდნელია, რომ ყრილობაზე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და დაამტკიცებენ. ოფიციალურად დასახელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას, მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც