თორნიკე რიჟვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას. აღინიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა და ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის ინტერესების, ასევე რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. მხარეებმა მიმოიხილეს ამ მიმართულებით უკვე მიღწეული პროგრესი და განსახორციელებელი გეგმები.

აშშ ელჩთან შეხვედრას ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს