აშშ-მა იემენში 10-მდე დრონს დაარტყა

შეერთებულმა შტატებმა იემენში 10-მდე დრონს დაარტყა, რომლებსაც გასაშვებად ამზადებდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, აშშ-ს სამხედრო ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდმა ადენის ყურეში სამი ირანული დრონი და „ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო.

შეგახსენებთ, ირანთან დაკავშირებულმა „ჰუსიტებმა“, რომლებიც იემენის ნაწილს აკონტროლებენ, ბოლო კვირების განმავლობაში წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო გემებზე თავდასხმების ტალღა განახორციელეს, რაც, მათი თქმით, არის პასუხი ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციებზე.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა