Golden Tulip Design Tbilisi ექსკლუზიურ ღონისძიებას აანონსებს

სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში ექსკლუზიური ღონისძიებები გრძელდება. 10 თებერვალს, Queens Events-თან კოლაბორაციით, ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებული ივენთი გაიმართება.

ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული არტისტი და პროდიუსერი SAFAR. მისი მიმართულება Afro House და Organic House ჟანრის მუსიკაა. SAFAR-ის შემოქმედებაზე დიდ გავლენას ახდენს აფრიკული მოტივები, რაც მის მუსიკას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

SAFAR მონაწილეობს მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ ფესტივალებში და ხშირად იკავებს საუკეთესო კლუბების სცენას. მსმენელს განსაკუთრებით უყვარს მისი ცნობილი სინგლები: Thousand and Two Night, Hoshiana, Sweet Disposition და სხვ. SAFAR-თან ერთად მსმენელის წინაშე წარდგება გამორჩეული ქართველი არტისტი GURI DE SAL.

„Golden Tulip Design Tbilisi სტუმრებს მუდმივად სთავაზობს გამორჩეულ და დასამახსოვრებელ ღონისძიებებს. ამჯერად კი ჩვენს სტუმრებს თემატურ ივენთზე ვეპატიჟებით. ღონისძიება გამორჩეული იქნება როგორც მუსიკალური თვალსაზრისით, ასევე დეკორაციის კუთხითაც.

სპეციალურად ამ დღისთვის ვითანამშრომლებთ ივენთ კომპანია „ლილაკთან“, რომელიც ჩვენს გამორჩეულ სივრცეს, ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებული თემატური დეკორაციებით გააფორმებს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის. ივენთის ბილეთების შეძენა და მაგიდების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია www.tkt.ge-ზე“ - აცხადებს სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელი სოფო აზარიაშვილი.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია