გერმანიის აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიის ზოგიერთი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. Ruters-ის ინფორმაციით, აეროპორტის თანამშრომლების 24-საათიანი აქცია გერმანიის პროფკავშირების გაერთიანება Verdi-ის ორგანიზებით გაიმართა და დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 1 100 ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა, რამაც გადაადგილების პრობლემა 200 000-ზე მეტ მგზავრს შეუქმნა.

ბოლო დღეების განმავლობაში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მეტი ხელშეწყობის მიზნით აქციებს საფრანგეთის, ბელგიისა და ავსტრიის პროფკავშირებიც მართავენ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს