ანა დოლიძე - ფინანსური განათლება დაწყებითი სკოლიდანვე უნდა ისწავლებოდეს

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე დაწყებით კლასებში ფინანსური განათლების სწავლების შემოღების ინიციატივით გამოდის.

მისივე თქმით, კერძო საკუთრების ცნება და სესხი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას არ ესმის, ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერ იგებენ, თუ რა ხელშეკრულებას აწერენ ხელს.

,,ჩვენ მოვდივართ საბჭოთა კავშირიდან, კერძო საკუთრების ცნება, სესხი, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობას არ ესმის, ადამიანები ვერ იგებენ თუ რა ხელშეკრულებას აწერენ ხელს. ისედაც, ბევრ იურისტს უჭირს გაიგოს, თუ რა წერია სასესხო ხელშეკრულებაში და ჩვენ სახელმწიფოს უნდა ეს ყველაფერი 90 წლის ბებიას, რომელსაც არც იურიდიული და არც ფინანსური განათლება არ აქვს, მას გააგებინოს. ხელისუფლებამ ამ ყველაფერთან ერთად მარტო დაგვტოვა. დღეს მიდის გაუთავებელი, უსაგნო მსჯელობა უნდა ისწავლებოდეს თუ არა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები სკოლებში, ეს ყველაფერი მოკლებულია ხალხის დაკვეთას და დაკავშირებულია არაფრის მომცემ საუბართან. ერთადერთი, რაც დღეს მნიშვნელოვანია ამ კუთხით და აუცილებლად გადასაწყვეტია, არის ფინანსური განათლების სწავლების შემოღება დაწყებითი კლასებში, რომელსაც ეს ხელისუფლება თუ არა ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, - აცხადებს ანა დოლიძე.

ინფორმაციას პარტია "ხალხისთვის“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება