პარლამენტის თავმჯდომარე გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს დაგლას ვებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა დაგლას ვებს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დააფიქსირა.

„მხარეებმა მიმოიხილეს გაეროს განვითარების პროგრამის საპარლამენტო პროექტის შედეგები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები დაგეგმეს. შალვა პაპუაშვილმა აგრეთვე ისაუბრა მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, პრიორიტეტებსა და გეგმებზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს