ნინო ლაცაბიძე - თბილისის მიმართულებით, რუსთაველების კომფორტული და შეუფერხებელი მგზავრობა, ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში, თბილისის მიმართულებით მგზავრებს 20 ახალი ევრო-5-ის სტანდარტის ავტობუსი მოემსახურება.

როგორც რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეიდან რუსთავის მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასურის გადახდა, სრულად საბარათე სისტემაზე გადადის.

როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების რაოდენობის გაზრდა, მგზავრთა კომფორტულ და შეუფერხებელ გადაყვანას შეუწყობს ხელს.

„თბილისის მიმართულებით რუსთაველების კომფორტული და შეუფერხებელი მგზავრობა, ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება. მთავრობის ადმინისტრაციისა და საპარლამენტო გუნდის დახმარებით, რუსთავის მერიამ სერვისის გაუმჯობესებაზე იზრუნა და დღეიდან რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრები კიდევ უფრო კომფორტულად და შეუფერხებლად იმგზავრებენ. დღეიდან აღნიშნულ მარშრუტზე 20 ახალი, ევროსტანდარტის, შშმ პირებისთვის ადაპტირებული, თანამედროვე ავტობუსი ივლის. რუსთავი-თბილისის ხაზზე განსაკუთრებული შეღავათით სარგებლობენ სტუდენტები, რადგან მათთვის დედაქალაქამდე მგზავრობის საფასური, მხოლოდ 50 თეთრია. რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას მერიის მიერ დაწესებული შეღავათით, როგორც შიდასაქალაქო, ისე რუსთავი-თბილისის ხაზზე ჯამში 60 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

1 თებერვლიდან, შიდასაქალაქო მარშრუტებზე, ასევე რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურის გადახდა, სპეციალური სამგზავრო ბარათით „რუსთავი ქარდით“, სტუდენტური ბარათით, „სქულ ქარდით", მუნიციპალური სოციალური ბარათით, ,,მეტრომანით", „საქართველოსა“ და „თი ბი სი“ ბანკის პლასტიკური ბარათებით არის შესაძლებელი. ,,რუსთავი ქარდის“ შეძენა და მასზე სასურველი თანხის დარიცხვა , მხოლოდ ,,საქართველოს ბანკის“ ტერმინალებიდან ხდება.

„რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსი ათწლეულების შემდეგ, პირველად 2022 წელს დაინიშნა. როგორც შიდასაქალაქო მარშრუტებზე, ასევე რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. 2021 წლის მონაცემებთან შედარებით, მუნიციპალური ავტობუსით მოსარგებლეთა რაოდენობა 254 %-თაა გაზრდილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია