დავით ხაჯიშვილი - რა თქმა უნდა, როცა ირაკლი კობახიძე პარლამენტში მოვა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება - გამოვიყენებთ ჩვენს ტრიბუნას იმისთვის, რომ ხალხს კიდევ ერთხელ დავანახოთ „ქართული ოცნება“

რა თქმა უნდა, როდესაც ირაკლი კობახიძე პარლამენტში მოვა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. გამოვიყენებთ ჩვენს ტრიბუნას იმისთვის, რომ ხალხს კიდევ ერთხელ დავანახოთ და გავაშიშვლოთ „ქართული ოცნება“. კერძოდ, ის, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობებში არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს აინტერესებთ პრობლემების მოგვარება.

„კითხვებს დავსვამთ თუ აპირებენ იმ პრობლემების მოგვარებას, რაც აწუხებს ჩვენს თანამოქალაქეებს, კერძოდ ესენია: ღირსეული სამუშაო ადგილები, ემიგრაციაში წასული ჩვენი თანამოქალაქეები, სიღარიბის დაძლევა, ფასების სტაბილურობა, ეს აინტერესებს ჩვენს მოქალაქეებს და არა ის, თუ ვინ იქნება დღეს თუ ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ან მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მმართველობის პირობებში“,- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი