Reuters - ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებთან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვას იწყებს

ევროკომისია შაბათს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დეტალების შესახებ არაფორმალურ მაღალი დონის შეხვედრებს იწყებს, - ინფორმაციას Reuters-ი სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირი მზადაა, 24 თებერვალს ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით სასანქციო ზომების მე-13 პაკეტი შეადგინოს.

დისკუსიები, რომელიც შაბათს იწყება, არის ბოლო ნაბიჯი იქამდე, სანამ კომისია ოფიციალურად წარადგენს ახალ პაკეტს, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ და საბჭოში კენჭს უყრიან.

წინადადება, სავარაუდოდ, ფოკუსირებული იქნება სანქციებისთვის გვერდის ავლის ხარვეზების აღმოფხვრაზე, განსაკუთრებით იმ კომპონენტებისთვის, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბრძოლის ველზე, ასევე ის შეეხება ბევრ ახალ ფიზიკურ პირსა და კომპანიას.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ასევე შესაძლებელია იმპორტზე დაწესებული აკრძალვების გაფართოება. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები რუსული ალუმინის და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის აკრძალვას ითხოვენ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს